ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ლიტერატურული კონკურსი - „ფოლიო“
3 April 2018

23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტი წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, მორიგ ლიტერატურულ კონკურსს - „ფოლიოს“ - აცხადებს.

საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვებების განვითარებას.

კონკურსის მონაწილეები სურვილისამებრ ქართულ ან ინგლისურ ენაზე დაწერენ ლექსს ან პროზაულ მინიატურას. წლევანდელი კონკურსის თემაა - „მშვიდი და ბობოქარი გაზაფხული“.

ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.
კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

გამარჯვებულს საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცემა. ასევე დაჯილდოვდებიან საუკეთესო ლექსის და პროზაული ნაწარმოების ავტორებიც.

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს
• ნაშრომი წარმოდგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენებზე
• ტექსტი განთავსდება A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა მაქსიმუმ ერთი გვერდი
• თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონიურობა

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2018 წლის 3 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://www.ug.edu.ge/folio

გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 27 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას 77ა, საკონფერენციო დარბაზი #519).

შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი